მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში გადასაცემად სახელმწიფო ტყის ფონდიდან ფართობების ამორიცხვის შესახებ

  • Word
მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში გადასაცემად სახელმწიფო ტყის ფონდიდან ფართობების ამორიცხვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 339
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/05/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 15/05/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
339
15/05/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 15/05/2008
000000000.00(0).000.000000
მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში გადასაცემად სახელმწიფო ტყის ფონდიდან ფართობების ამორიცხვის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №339

2008 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

მცხეთის  მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში გადასაცემად სახელმწიფო ტყის ფონდიდან ფართობების ამორიცხვის შესახებ

1. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ დებულების დამტკი­ცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილების შესაბამისად მოწონებულ იქნეს დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალი­ტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორისა და მცხე­თის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინადადება, საქარ­თველოს მი­წის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომი­სის რეკო­მენდაცია (კომისიის 2008 წლის 5 მაისის სხდომის ოქმი №5) და მოთხოვნილი მიწის ფართობები, რომლებიც განფენილია მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმარ­თველოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის, კერძოდ, ყოფილი მცხეთის სატყეო მეურნეობის წეროვანის სატყეოს კვარტალი №4-ის ლიტერი №1-ის – 4,4 ჰა; №2-ის – 6,6 ჰა; №3-ის – 11,0 ჰა; №4-ის – 1,0 ჰა; №8-ის – 3,0 ჰა; №9-ის – 4,3 ჰა; №11-ის – 4,0 ჰა; კვარტალი №5-ის ლიტერი №1-ის – 4,2 ჰა; №5-ის – 0,3 ჰა; №6-ის – 1,2 ჰა; კვარტალი №6-ის ლიტერი №4-ის – 0,8 ჰა; №7-ის – 0,6 ჰა;  სულ 41,4 ჰა ამოირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან და გადაეცეს მცხეთის მუნიციპალიტეტს.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­სების სამინისტრომ (ი. ღვალაძე) და საქართველოს ეკონო­მიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) ამ განკარ­გულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით უზრუნველ­ყონ მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონით დად­გენილი წესით განხორციელება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                  ვ. გურგენიძე