ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 801
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/11/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 26/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
801
26/11/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 26/11/2008
000000000.00(0).000.000000
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №801

2008 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ მიმართ მიმდი­ნა­რე წელს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების მიერ მოხმა­რებული ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავ­რობის სარეზერვო ფონდიდან მუნიციპალიტეტების გამ­გეობებს გამოუყოს 553 660 (ხუთას ორმოცდაცამეტი ათას ექვსას სამოცი) ლარი, მათ შორის:

ა) ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 24 651 (ოცდაოთხი ათას ექვსას ორმოცდათერთმეტი) ლარი;

ბ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას _ 189 805 (ას ოთხმოცდაცხრა ათას რვაას ხუთი) ლარი;

გ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 7 580 (შვიდი ათას ხუთას ოთხმოცი) ლარი;

დ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 52 082 (ორმოცდათორმეტი ათას ოთხმოცდაორი) ლარი;

ე) სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 57 665 (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ექვსას სამოცდახუთი) ლარი;

ვ) თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 200 509 (ორასი ათას ხუთას ცხრა) ლარი;

ზ) ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 21 368 (ოცდაერთი ათას სამას სამოცდარვა) ლარი.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციე­ლონ ადმინის­ტრა­ციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დე­დოფ­ლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარე­ჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა გ. ღვინიაშვილმა და საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური).

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი