საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 877
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/11/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 18/11/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
877
18/11/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 18/11/2009
000000000.00.00.000000
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 877

2009 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი, მათ შორის:

ა) სიღნაღის მუნიციპალიტეტს – 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი;

ბ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს – 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები) გ. ღვინიაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

პრემიერ-მინისტრი                                                                                          ნ. გილაური