დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გრძელვადიანი ტყითსარგებლობის მიზნით გაცემულ ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 870 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/11/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 18/11/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №870
2009 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
გრძელვადიანი ტყითსარგებლობის მიზნით გაცემულ ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ შეიტანოს ცვლილება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 სექტემბრის № 1-1/1788 ბრძანების დანარში, კერძოდ, №5 ლოტში, ახმეტის სატყეო უბნის – პანკისის ყოფილი სატყეოს №71 და №77-ით განსაზღვრულ პირობაში.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით განუსაზღვროს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 სექტემბრის № 1-1/1788 ბრძანების საფუძველზე ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებულ საწარმოს – შპს ,,იმედს“ ალტერნატიული კვარტალები.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები