დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გრძელვადიანი ტყითსარგებლობის მიზნით გაცემულ ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიაში ცვლილების განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 869 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/11/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 18/11/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №869
2009 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
გრძელვადიანი ტყითსარგებლობის მიზნით გაცემულ ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიაში ცვლილების განხორციელების შესახებ
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ შეიტანოს ცვლილება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 5 სექტემბრის № 1-1/1801 ბრძანების დანართში, კერძოდ, №2 ლოტის, ჩოხატაურის სატყეო უბნის, ზოტის ყოფილი სატყეოს № 19-23, № 26-35 კვარტალებით განსაზღვრულ პირობაში.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით განუსაზღვროს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 5 სექტემბრის № 1-1/1801 ბრძანების საფუძველზე ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებულ საწარმოს – შპს ,,გურია ჯფ“ -ს ალტერნატიული კვარტალები.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები