სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამაში გამარჯვებული საწარმოებისათვის სესხების გამოყოფისა და შპს „ბემონის“ გამარჯვებულად დამტკიცების შესახებ

  • Word
სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამაში გამარჯვებული საწარმოებისათვის სესხების გამოყოფისა და შპს „ბემონის“ გამარჯვებულად დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 335
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/05/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 15/05/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
335
15/05/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 15/05/2008
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამაში გამარჯვებული საწარმოებისათვის სესხების გამოყოფისა და შპს „ბემონის“ გამარჯვებულად დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 335

2008 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო პროგრამა იაფი კრედიტის ექსპორტის წახალისების ქვეპროგრამაში გამარჯვებული საწარმოებისათვის სესხების გამოყოფისა და შპს ბემონის გამარჯვებულად დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო პროგრამა იაფი კრედიტის ექსპორტის წახალისებისა და რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის 75 დადგენილების შესაბამისად და სახელმწიფო პროგრამა იაფი კრედიტის ფარგლებში შერჩეული საწრმოების ნუსხის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 აპრილის 228 განკარგულების გათვალისწინებით:

1. დამტკიცდეს იაფი კრედიტის ექსპორტის წახალისების ქვეპროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ საწარმოდ შპს ბემონი (საიდენტიფიკაციო ნომერი: 229 725 777).

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული ექსპორტის წახალისების ქვეპროგრამის ასიგნებიდან (ორგანიზაციული კოდი: 26 20 01) გამოეყოთ სესხი:

ა) შპს ბემონს 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით:

ა.ა) სესხით სარგებლობის ვადა – 5 წელი;

ა.ბ) სესხით სარგებლობისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი – 9 პროცენტი;

ა.გ) პროცენტის დარიცხვა მოხდეს სესხის გაცემისთანავე, ხოლო მათი გადახდა დაიწყოს ერთი წლის გასვლის შემდეგ, ამასთან პირველი წლის განმავლობაში დარიცხული პროცენტის გადახდა მოხდეს 13-24 თვეებზე განაწილებით;

ა.დ) სესხის ძირითადი თანხის გადახდა მოხდეს 12 თვის გასვლის შემდეგ;

ბ) შპს კოპალა 1898-ს 215 000 (ორას თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით:

ბ.ა) სესხით სარგებლობის ვადა – 5 წელი;

ბ.ბ) სესხით სარგებლობისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი – 9 პროცენტი;

ბ.გ) პროცენტის დარიცხვა მოხდეს სესხის გაცემისთანავე, ხოლო მათი გადახდა დაიწყოს ერთი წლის გასვლის შემდეგ, ამასთან პირველი წლის განმავლობაში დარიცხული პროცენტის გადახდა მოხდეს 13-24 თვეებზე განაწილებით;

ბ.დ) სესხის ძირითადი თანხის გადახდა მოხდეს 12 თვის გასვლის შემდეგ;

გ) შპს ნიშას 700 000 (შვიდასი ათასი) ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით:

გ.ა) სესხით სარგებლობის ვადა – 5 წელი;

გ.ბ) სესხით სარებლობისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი – 9 პროცენტი;

გ.გ) პროცენტის დარიცხვა მოხდეს სესხის გაცემისთანავე, ხოლო მათი გადახდა დაიწყოს ერთი წლის გასვლის შემდეგ, ამასთან პირველი წლის განმავლობაში დარიცხული პროცენტის გადახდა მოხდეს 13-24 თვეებზე განაწილებით;

გ.დ) სესხის ძირითადი თანხის გადახდა მოხდეს 12 თვის გასვლის შემდეგ.

3. სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდა მოხდეს ყოველთვიურად.

4. სესხი გაიცეს მიმღების მიერ სესხის უზრუნველყოფის წარმოდგენის შემდეგ. სესხის უზრუნველყოფა დასაშვებია პირველადი იპოთეკით, მაღალრეიტინგული კომერციული ბანკების გარანტიით, მაღალრეიტინგული სადაზღვევო კომპანიების სადაზღვევო მოწმობით (პოლისით) ან პირველადი გირავნობით.

5. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზემოაღნიშნული პირობების შესაბამისად გააფორმოს სესხის ხელშეკრულებები, გასცეს სესხი და მოახდინოს გაცემული სესხების დოკუმენტური მონიტორინგი.

6. სესხის მიმღებებმა უზრუნველყონ პროექტების თანადაფინანსება (თანამონაწილეობა).

7. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ე. შარაშიძემ.

8. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                      . გურგენიძე