დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მდინარეთა ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №73 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 330 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/05/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 15/05/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №330
2008 წლის 15 მაისი
ქ. თბილისი
„ საქართველოს მდინარეთა ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №73 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „საქართველოს მდინარეთა ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №73 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ამბროლაური – 1 200 000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) ლარი (სოფ. ჭრებალო, მდ. რიონი – 376 000 (სამას სამოცდათექვსმეტი ათასი) ლარი, სოფ. ხიდიკარი, ბიჭაშვილების უბანი – 280 000 (ორას ოთხმოცი ათასი) ლარი, სოფ. ღვიარა, მდ. რიონი – 544 000 (ხუთას ორმოცდაოთხი ათასი) ლარი;“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები