დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 328 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/05/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 15/05/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №328
2008 წლის 15 მაისი
ქ. თბილისი
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. მაღლივი კორპუსების წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალტეტის გამგეობას გამოუყოს 200 000 (ორასი ათასი) ლარი.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად სარეაბილიტაციო სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელების უზრუნველსაყოფად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
3. განკარგულების შესრულებას კონტროლი გაუწიონ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწუნებულმა – გუბერნატორმა რ. ნიკოლაიშვილმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური).
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები