„სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 327
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/05/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 15/05/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
327
15/05/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 15/05/2008
000000000.00(0).000.000000
„სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №327

2008 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.1. პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თ) სიღნაღის მუნიციპალიტეტი:

– 428 000 (ოთხას ოცდარვა ათასი) ლარი – წყლის სისტემების რეაბილიტაცია;

– 311 000 (სამას თერთმეტი ათასი) ლარი – სოფლების გაზიფიცირება;

– 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი – საბავშვო ბაღისათვის შენობისა და ინვენტარის შეძენა;

– 60 000 (სამოცი ათასი) ლარი – სანიაღრე და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია;

– 170 000 (ას სამოცდაათი ათასი) ლარი – გარე განათების სამუშაოები;

– 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარი – მინი–სტადიონის მოწყობა;

– 124 000 (ას ოცდახუთი ათასი) ლარი – მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისათვის აუცილებელი სამუშაოები;

1.2. პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ი) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი:

– 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი – გაზიფიცირება;

– 200 000 (ორასი ათასი) ლარი – მრავალსართულიანი სახლების ფასადებისა და სახურავების შეკეთება;

– 535 000 (ხუთას ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი – შიდა გზების რეაბილიტაცია;

– 164 000 (ას სამოცდაოთხი ათასი) ლარი – გარე განათების სამუშაოები;

– 270 000 (ორას სამოცდაათი ათასი) ლარი – სასმელი წყლის სათავეებისა და ჭაბურღილის მოწყობა;

– 100 000 (ასი ათასი) ლარი – მდინარის კალაპოტის გაწმენდა და სადრენაჟე არხების რეაბილიტაცია;

– 201 000 (ორას ერთი ათასი) ლარი – მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისათვის აუცილებელი სამუშაოები;

1.3. პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტი:

– 732 000 (შვიდას ოცდათორმეტი ათასი) ლარი – ქუჩების მოასფალტება;

– 160 000 (ას სამოცი ათასი) ლარი – გაზიფიცირების სამუშაოები;

– 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი – მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისათვის აუცილებელი სამუშაოები;

1.4. პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

პ) გურჯაანის მუნიციპალიტეტი:

– 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი – გარე განათების სამუშაოები;

– 130 000 (ას ოცდაათი ათასი) ლარი – მრავალსართულიანი სახლების სახურავების შეკეთება;

– 417 000 (ოთხას ჩვიდმეტი ათასი) ლარი – სასმელი წყლის სათავე ნაგებობის, შიდა ქსელებისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია;

– 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი – სოფ. ვეჯინის წყლის ახალი ჭაბურღილის მოწყობა;

– 301 000 (სამას ერთი ათასი) ლარი – გაზიფიცირება;

– 7 200 (შვიდი ათას ორასი) ლარი – სოფელ კალაურის ეკლესიის შემოღობვის სამუშაოები;

– 5 000 (ხუთი ათასი) ლარი – სოფელ ვაჩნაძიანის ეკლესიის შემოღობვის სამუშაოები;

– 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი – მინი სპორტული მოედნის მოწყობა;

– 22 750 (ოცდაორი ათას შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარი – 2005 წელს სტიქიის შედეგად დაზარალებული სოფ. ვაზისუბნის მოსახლეობისათვის დაკარგული მიწის სავარგულების აღდგენა-კომპენსაცია;

– 744 050 (შვიდას ორმოცდაოთხი ათას ორმოცდაათი ათასი) ლარი – მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისათვის აუცილებელი სამუშაოები;

1.5. პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

უ) ბორჯომის მუნიციპალიტეტი:

– 389 000 (სამას ოთხმოცდაცხრა ათასი) ლარი – სოფლების – რველის, ზანავის, კორტანეთის, ვარდლგინეთის გაზიფიცირება;

– 92 000 (ოთხმოცდათორმეტი ათასი) ლარი – დაბა ბაკურიანის ცენტრალური ნაწილის კეთილმოწყობა (სკვერები და პარკები);

– 58 000 (ორმოცდათვრამეტი ათასი) ლარი – დაბა ბაკურიანში სპორტული მოედნის მოწყობა;

– 68 240 (სამოცდარვა ათას ორას ორმოცი) ლარი – დაბა ახალდაბის წყალსადენის შიდა ქსელების რეაბილიტაცია;

– 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი – სოფელ ზანავში წყალსადენის მშენებლობა;

– 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი – სოფელ კორტანეთის წყალსადენის მშენებლბა;

1.6. პირველი პუნქტის ჰ.თ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ჰ.თ) ცაგერის მუნიციპალიტეტი:

სულ: 800 000 (რვაასი ათასი) ლარი

– სოფლებში – ალპანა, ღვირიში, წილამიერი, ლაილაში, ორბელი, ჩხუტელი, ქ. ცაგერის აღმაშენებლის ქუჩა, ლასურიაში, დეხვირი, მახაში, ლაცორია, მახურა – წყალმომარაგებისათვის მილებისა და სხვა საჭირო მასალების შეძენა და სოფლებისათვის გადაცემა;

– სოფლებში – ჩხუტელი, ზუბი, ნაკურალეში, ღვირიში, ტვიში, ორხვი, უცხერი, ალპანა, აღვი, ლაილაში, ღუ, სურმუში, ლაჯანა, ორბელი, ყურცობი, ლაცორია, ჩხუტელი-ლასურიაში, ლასურიაში–აღვი, მახაში, დეხვირი, ზარაგულა, ლასურიაში, ლარჩვალი, ბარდნალა, მახურა, კენაში, წილამიერი–ლესინდი, საირმე, ქვემო ცაგერი, ლაშიჭალა, სპათაგორი, ხოჯი, წიფერჩი, უსახელო, თაბორი, სანორჩი–ნასპერი, ოყურეში, ჩქუმი-ქულბაქი, ალპანა–ზოგიში–ცაგერა, ქ. ცაგერი – შიდა გზების რეაბილიტაცია;

– სოფლებში – ქვემო ცაგერი, ჩხუტელი, ლაჯა–გაგულეჩი, ღვირიში, სპათაგორი, ლაილაში, ქ. ცაგერი – გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაცია;

1.7. პირველი პუნქტის ჰ.ჟ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

– სიღნაღის მუნიციპალიტეტი:

– 424 600 (ოთხას ოცდაოთხი ათას ექვსასი) ლარი – წნორის №1 საჯარო სკოლა;

– 249 300 (ორას ორმოცდაცხრა ათას სამასი) ლარი – სოფ. ანაგის საჯარო სკოლა;

– 44 300 (ორმოცდაოთხი ათას სამასი) ლარი – სოფელ საქობოს საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის სახურავის შეკეთება..

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ–მინისტრი                     . გურგენიძე