დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 297 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/05/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 07/05/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №297
2008 წლის 7 მაისი
ქ. თბილისი
თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის შესახებ
1. თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების – ართვინის ილის ს. ფირნალის ფორთას (ხანძთის) ტაძრისა და ერზრუმის ილის უზუნდერეს ილჩეში ს. ჩამლიამაჩში მდებარე ოშკის ტაძრის რეაბილიტაციის მიზნით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ მისთვის „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასიგნებათა ფარგლებში 2009 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს აღნიშნული ძეგლების კვლევითი, არქეოლოგიური და პრევენციული კონსერვაციის (წინასწარი გამაგრებითი) სამუშაოთა წარმოებისა და საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავებისათვის საჭირო შესყიდვების განხორციელება ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები