„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №130/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №130/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 04/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 13/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/01/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 14/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016739
04/ნ
13/01/2014
ვებგვერდი, 13/01/2014
040030000.22.022.016739
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №130/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №04/ნ

2014 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის N130/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის N130/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 09/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016650) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის:

1. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“.

2. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ ორმაგი ოდენობით. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. ასისტენტი არჩევნებში მონაწილეობს, როგორც სტუდენტი. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ.“.

4. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. წარმომადგენლობითი საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობის  უმრავლესობით, გარდა  სასწავლო უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული შემთხვევებისა.“

5. მე-14 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 4 წლის ვადით. რექტორობის კანდიდატი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ, სასწავლო და სამეცნიერო სფეროში მუშაობის გამოცდილება.“;

ბ)  მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

,,10. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის მქონე ყველა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.“

6. მე-16 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ადგენს სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის პროექტს, მისი  შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ე) ხელმძღვანელობს სასწავლო უნივერსიტეტის ფაკულტეტების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და წარმომადგენლობით საბჭოსათვის წარდგენას, წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ სასწავლო უნივერსიტეტის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებასა და დამტკიცებას.“

ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები.“.

7. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეკანად შეიძლება აირჩეს სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.“.

8. 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.“.

9. 24-ე, 25-ე და 26-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 24. სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი

1. სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისა და ასისტენტებისაგან.

2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნებიან პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ–პროფესორი.

3. პროფესორები მონაწილეობენ  სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებში ან/და წარმართავენ მათ.

4. ასისტენტი, პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ–პროფესორის ხელმძღვანელობით ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში.“

მუხლი 25. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი

1.  აკადემიური  თანამდებობების  დაკავება  ხდება  მხოლოდ  ღია  კონკურსის  წესით, რომელიც  უნდა  შეესაბამებოდეს  გამჭვირვალობის,  თანასწორობისა  და  სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

2.  სასწავლო უნივერსიტეტის  აკადემიურ  თანამდებობებზე  კანდიდატების შერჩევა  ხდება სასწავლო უნივერსიტეტის ფაკულტეტების საკონკურსო კომისიების მიერ.

3. აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის  გამოცხადება  ხდება  სასწავლო უნივერსიტეტის  აკადემიური  საბჭოს მიერ, ფაკულტეტების შუამდგომლობის საფუძველზე, აკადემიური პერსონალის შემადგენლობის განახლების ან/და  წარმოქმნილი ვაკანსიის შევსების  მიზნით. 

4. სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შემადგენლობის განახლების შემთხვევაში კონკურსი  ტარდება  არა  უგვიანეს  აკადემიური  პერსონალის  წევრთა  უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, ხოლო ვაკანსიის წარმოქმნის შემთხვევაში  შესაბამისი ვაკანსიის წარმოქმნიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში.

5. კონკურსის ჩატარების  თარიღი და პირობები  ქვეყნდება  საქართველოს კანონმდებლობითა და  მუხლით  დადგენილი წესით,  საბუთების მიღებამდე არანაკლებ  1 თვით ადრე.   საბუთების მიღება გრძელდება   არანაკლებ 2  და არაუმეტეს  3 კვირისა. კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან  არანაკლებ 1 და არაუგვიანეს  2 თვის ვადაში. 

6. კონკურსის  გამოცხადების შესახებ გამოქვეყნებულ  განცხადებაში  აღინიშნება  კონკურსანტების  რეგისტრაციის  დაწყების, დასრულების,  კონკურსის  ჩატარებისა  და  შედეგების  გამოქვეყნების  თარიღები,  ასევე  კონკურსის პირობები და კანდიდატების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა. 

7.  ამ  მუხლით  განსაზღვრულ  დღეებში  იგულისხმება  კალენდარული  დღეები.

8. სასწავლო  უნივერსიტეტის  აკადემიური  პერსონალის  შესარჩევად (კონკურსის  ჩასატარებლად), თითოეულ ფაკულტეტზე იქმნება საკონკურსო კომისია.

9. საკონკურსო კომისია შედგება 3-7 წევრისაგან. კომისიის წევრები შესაძლოა მოწვეულ იქნენ სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.

10.  საკონკურსო  კომისიის  მდივანი  აირჩევა   კომისიის  პირველ  სხდომაზე.  საკონკურსო კომისიის  მდივანი  უზრუნველყოფს  კომისიის  საქმისწარმოებას,  ადგენს  კომისიის სხდომის  დღის  წესრიგს  და  სხდომის  ოქმებს  (მათ  შორის  კონკურსის  შედეგების შემაჯამებელ  ოქმს),  რეგისტრაციაში  გატარებულ  კანდიდატებს  აძლევს  შესაბამის ცნობებს,  რეგისტრაციაში  ატარებს  საკონკურსო  კომისიაში  შესულ  კორესპონდენციებს (მათ შორის  განცხადებებს/საჩივრებს).

11.  საკონკურსო  კომისიის  სხდომის  მოწვევის  უფლება  აქვს  საკონკურსო  კომისიის თავმჯდომარეს ან მისი წევრების არა ნაკლებ 1/3-ს.

12.  საკონკურსო  კომისიის  სხდომა  უფლებამოსილია,  თუ  მას  ესწრება  სრული შემადგენლობის 2/3 მაინც.

13.  საკონკურსო  კომისია  გადაწყვეტილებებს  იღებს  ღია  კენჭისყრის  წესით,  კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, რაც ფორმდება შესაბამისი ოქმით.

14. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. 

15. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, მდივანი, კომისიისა და სამდივნოს წევრები  სასწავლო უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან შეიძლება იღებდნენ გაწეული შრომის ანაზღაურებას. 

16.  საკონკურსო  კომისიის  სრული  დოკუმენტაცია  კონკურსის  შედეგების  ძალაში შესვლის შემდეგ გადაეცემა ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას.

17. საკონკურსო კომისიის უფლება-მოვალეობებია:

ა) განახორციელოს აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის ორგანიზება და ჩატარება;

ბ) კონკურსის შედეგად შეარჩიოს სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი;

გ)  მიიღოს  და  განიხილოს  საპროცედურო  დარღვევებთან  დაკავშირებული განცხადებები/საჩივრები;

დ)  სათანადო  საფუძველების  არსებობის  შემთხვევაში  ნაწილობრივ  ან  მთლიანად გააუქმოს ან შეცვალოს მიღებული გადაწყვეტილება;

ე)  მიიღოს  გადაწყვეტილება  მის  კომპეტენციაში შემავალ სხვა საკითხებზე.

18.  საკონკურსო  კომისია  უფლებამოსილებას  ინარჩუნებს  აკადემიური  კონკურსის შედეგების ძალაში შესვლამდე.

19.  საკონკურსო  კომისია  ვალდებულია  კონკურსის  ჩატარება  უზრუნველყოს ამ მუხლით დადგენილი წესით.

20.  საკონკურსო  კომისიის  თავმჯდომარე  ხელმძღვანელობს  კომისიის  სხდომებს და ხელს აწერს  შესაბამის  ოქმებს. 

21.  საკონკურსო  კომისიის  თავმჯდომარის  მიერ  უფლებამოსილების  დროებით განხორციელების შეუძლებლობის  შემთხვევაში  საკონკურსო  კომისიის  სხდომებს  შეიძლება ხელმძღვანელობდეს კომისიის ერთ-ერთი წევრი, რომელიც აირჩევა კომისიის  სხდომაზე.

22. კონკურსანტთა  რეგისტრაციის  მიზნით  სასწავლო უნივერსიტეტის დამხმარე  პერსონალისაგან  იქმნება  საბუთების  მიმღები  სამდივნო,  რომელიც კომპლექტდება 2-4 წევრით. 

23. საბუთების მიმღები სამდივნოს უფლება-მოვალეობებია:

ა)  კონკურსში  მონაწილეობის  მსურველთა   განცხადებების მიღება და რეგისტრაციაში გატარება; 

ბ) განცხადების  მიღების  შემთხვევაში  განმცხადებელზე  განცხადების  მიღების  შესახებ ცნობის გაცემა,  რომელშიც  აღინიშნება  განმცხადებლის  სახელი,  გვარი, ფაკულტეტისა  და  საძიებელი  თანამდებობის  დასახელება,  საშტატო  ერთეული, წარმოდგენილი  დოკუმენტების  სრული  ნუსხა  ფურცლების  რაოდენობის  მითითებით, ასევე,  საბუთების  მიღების  თარიღი  და  რიგითი  ნომერი.  რეგისტრაციის დასრულების შემდგომ განმცხადებელს უბრუნდება  წარმოდგენილი  დედანი დოკუმენტები.

გ) განცხადების  მიღებიდან  6  დღის  განმავლობაში წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობის შემოწმება საკონკურსო პირობებთან; 

დ) წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ხარვეზის არ არსებობის შემთხვევაში კონკურსანტის რეგისტრაციის განხორციელება;

ე)  წარმოდგენილ  დოკუმენტებში  ხარვეზის  აღმოჩენის  შემთხვევაში განმცხადებლისათვის 1  დღის  ვადაში წერილობით  შეტყობინების გაგზავნა,  რომელიც  უფლებამოსილია აღმოჩენილი ხარვეზი გამოასწოროს შეტყობინების მიღებიდან 2 დღის ვადაში; 

ვ)  სათანადო  საფუძვლის  არსებობის  შემთხვევაში  განმცხადებლისათვის განცხადების რეგისტრაციაზე  უარის  თქმა ან რეგისტრაციის გაუქმება. 

24. თითოეულ  საკონკურსო  ადგილზე  რეგისტრირებულ  კონკურსანტთა  სია  ქვეყნდება სასწავლო უნივერსიტეტის ვებგვერდზე და საინფორმაციო დაფაზე. 

25. საკონკურსო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს კონკურსანტი.

26.  კონკურსის  ორგანიზებასა  და  ჩატარებასთან  დაკავშირებულ  ხარჯებს  ფარავს სასწავლო უნივერსიტეტი.

27.  სასწავლო უნივერსიტეტის  ადმინისტრაცია  და  შესაბამისი  ფაკულტეტი  უზრუნველყოფს საკონკურსო კომისიისათვის შესაბამისი ოთახის გამოყოფასა და სათანადოდ მოწყობას. 

28.  საკონკურსო  კომისიები  მუშაობენ  1000  – დან  – 1800  საათამდე.  საჭიროების შემთხვევაში,  საკონკურსო  კომისიის  გადაწყვეტილებით,  დასაშვებია  სამუშაო  საათების ცვლილება, რაც უნდა აისახოს საკონკურსო კომისიის შესაბამის ოქმში. 

29. კონკურსი ტარდება, თუ გამოცხადდა საკონკურსო კომისიის წევრთა არანაკლებ 2/3.

30.  საკონკურსო  განცხადება  წარმოდგენილი  უნდა  იქნეს  შესაბამისი  ფორმით საკონკურსო    კომისიის   თავმჯდომარის  სახელზე.   

31.  საკონკურსო  განცხადებაში  აღინიშნება:  განმცხადებლის  სახელი,  გვარი,  პირადი ნომერი,  მისამართი,  საკონტაქტო  ინფორმაცია  (ტელეფონის  ნომერი),  შესაბამისი ფაკულტეტისა  და  საკონკურსო  თანამდებობის  დასახელება  საშტატო  ერთეულის მითითებით.  აგრეთვე  დასტური  იმისა,  რომ  განმცხადებელი  გაეცნო  და  ეთანხმება აკადემიურ  თანამდებობებზე  არჩევის  პირობებს, დასასრულს კეთდება  განმცხადებლის  ხელმოწერა  და მიეთითება თარიღი.

32.  საკონკურსო  განცხადებას  თან  უნდა  დაერთოს  კონკურსანტის  ანკეტა,  რომელშიც წარმოდგენილი  იქნება  სათანადო  ინფორმაცია  (მათ  შორის  იმ  სასწავლო დისციპლინების  ჩამონათვალი,  რომლებშიც  კონკურსანტს  შეუძლია  სალექციო  კურსის ან/და  სხვა  მეცადინეობების  გაძღოლა),  რომლის  საფუძველზეც  შესაძლებელი  იქნება  კონკურსანტის შესაბამისობის დადგენა საკონკურსო თანამდებობის  მოთხოვნებთან და შესაბამისი  სპეციალობის  საგანმანათლებლო  პროგრამასთან  (პროგრამებთან). საკონკურსო  განცხადებას  თან  უნდა  დაერთოს  აგრეთვე  წარმოდგენილი  ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და სხვა საჭირო დოკუმენტაცია (დედანი  და  ქსეროასლი  ან  ნოტარიულად  დამოწმებული  ასლი)  ხოლო  ყველა სხვა  ინფორმაცია  ისეთი  სახით,  რომლის მიხედვით  საკონკურსო  კომისიას შეეძლება მისი  უტყუარობის   შემოწმება/დადგენა.  წინააღმდეგ  შემთხვევაში  აღნიშნული ინფორმაცია  არ  იქნება  მხედველობაში  მიღებული  საკონკურსო  კომისიის  მიერ კონკურსანტის  მონაცემების  შეფასებისას.  წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის უტყუარობაზე პასუხისმგებელია განმცხადებელი.  

33.  კონკურსანტის  მიერ  წარმოდგენილ  დოკუმენტაციაში,  ისეთი  ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს შემოსულ  განცხადებაზე წყდება საქმის წარმოება,   რის შესახებაც  დგება  შესაბამისი  ოქმი  და  წერილობით ეცნობება კონკურსანტს.  

34.  განმცხადებლის  მიერ  წარმოდგენილი  სამეცნიერო  ნაშრომების  ჩამონათვალი  არ მოითხოვს  შესაბამის  პუბლიკაციათა  წარმოდგენას,  თუ  იგი  (მისი  ყველა  გვერდი) დამოწმებული იქნება შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით. 

35.  საკონკურსო  კომისიისაგან  ცნობის  ან  სხვა  რაიმე  საბუთის  მიღებას  განმცხადებელი სარეგისტრაციო ჟურნალში ადასტურებს ხელმოწერით.  

36.  საკონკურსო  კომისიის  გადაწყვეტილებები  (გარდა  კონკურსის  შედეგებისა)  ამავე საკონკურსო კომისიაში შეიძლება გასაჩივრდეს მისი მიღებიდან 3 დღის განმავლობაში.

37. განცხადება/საჩივარი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:

ა)  საკონკურსო კომისიის დასახელება;

ბ)  განცხადების/საჩივრის  შემომტანი  პირის  სახელი,  გვარი,  მისამართი,  საკონტაქტო ინფორმაცია (ტელ.ნომერი);

გ) განცხადების/საჩივრის შემომტანი პირის სტატუსი. 

დ) დარღვევის შინაარსი;

ე)  მოწმეების  ვინაობა  (იმ  შემთხვევაში,  თუ  არსებობენ  მოწმეები,  რომლებიც დაადასტურებენ ამ ფაქტობრივ გარემოებას);

ვ) განცხადების/საჩივრის შემომტანი პირის მოთხოვნა;

ზ) განცხადების/საჩივრის შემომტანი პირის ხელმოწერა, თარიღი და დრო.

38. ფაკულტეტის  საკონკურსო  კომისია  ვალდებულია  განმცხადებელს  გადასცეს  ცნობა, რომელშიც  აღინიშნება  განცხადების/საჩივრის  კომისიაში  მიღების  თარიღი  და  დრო.

39. განცხადების/საჩივრის  შეტანიდან  3  დღის  განმავლობაში  კომისია განიხილავს განცხადებას/საჩივარს  და  გადაწყვეტილებას იღებს  მისი  დაკმაყოფილების,  დაკმაყოფილებაზე უარის ან მისი განუხილველად დატოვების შესახებ. 

40.  განცხადების/საჩივრის  დაკმაყოფილების  შესახებ  გადაწყვეტილებას  საკონკურსო კომისია  იღებს  იმ  შემთხვევაში,  თუ  მიიჩნევს,  რომ  დარღვევამ არსებითი გავლენა იქონია ან შეიძლება იქონიოს კონკურსის შედეგზე.

41.  ფაკულტეტის  საკონკურსო  კომისიის  გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

42.  კონკურსი  ტარდება  საბუთების  მიღების  დასრულებიდან  კონკურსის  შედეგების გამოქვეყნებამდე პერიოდში, მას შემდეგ, რაც განხორციელდება თითოეულ საკონკურსო თანამდებობაზე დარეგისტრირებულ კონკურსანტთა მონაცემების ანალიზი.  

43.  საკონკურსო  კომისიების  მიერ  სასწავლო უნივერსიტეტის  აკადემიურ  თანამდებობებზე კონკურსანტთა  შერჩევა  ხდება  მათი  კვალიფიკაციისა  და  კომპეტენციის  შესაბამისობის მიხედვით  საკონკურსო  თანამდებობასთან  და  შესაბამისი  სპეციალობის საგანმანათლებლო  პროგრამასთან  (პროგრამებთან),  კონკურსანტთა  სხვა  აქტივობების, მიღწევების და დამსახურების გათვალისწინებით, რაც დგინდება კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასებისა და  კონკურსანტთან გასაუბრების გზით.

44.  კონკურსის  ჩატარების  დღეს  საკონკურსო  კომისია  იხილავს  რა  კონკრეტული საკონკურსო  თანამდებობის  არსებულ  საშტატო  ერთეულებზე  კონკურსში  მონაწილე თითოეული  კონკურსანტის  მონაცემებს და აფასებს კონკურსანტთან გასაუბრების შედეგებს, ღია  კენჭისყრით  იღებს  საბოლოო გადაწყვეტილებას.  ამასთან,  საკონკურსო  კომისიის  ყოველ  წევრს  უფლება  აქვს კონკრეტულ  საკონკურსო  თანამდებობაზე  ხმა  მისცეს  არაუმეტეს  იმდენ  კონკურსანტს, რამდენი  საკონკურსო  ადგილიცაა  მოცემულ  თანამდებობაზე.    საკონკურსო  კომისიის გადაწყვეტილებები ფიქსირდება შესაბამის ოქმში.

45.  კონკურსში  გამარჯვებულად  ჩაითვლება კონკურსანტი,  რომელსაც  ხმას  მისცემს  საკონკურსო  კომისიის  სრული  შემადგენლობის უმრავლესობა.  თუ  იმ  კონკურსანტთა  რაოდენობა,  რომლებმაც  მოიპოვეს  ხმათა  საჭირო რაოდენობა,  აღემატება  შესაბამისი  საკონკურსო  ადგილების  რაოდენობას  ან კონკურსანტების  მიერ  მიღებულ  ხმათა  თანაბრობის  გამო  გამარჯვებული  ვერ გამოვლინდა, ამ კონკურსანტებს დაუყოვნებლივ ეყრება განმეორებით კენჭი მათ შორის გამარჯვებულის  გამოსავლენად.  განმეორებით  კენჭისყრაზე  ხმათა  თანაბარი რაოდენობის  მიღების  შემთხვევაში  არჩეულად  ჩაითვლება  ის  კანდიდატი,  რომელმაც წინა  კენჭისყრაზე  მეტი  ხმა  მიიღო.  თუ  მეორე  კენჭისყრითაც  ვერ  გამოვლინდა გამარჯვებული,  ამავე  წესით  ტარდება  იმდენი  კენჭისყრა,  რამდენიც  საჭირო  იქნება მოცემულ საკონკურსო თანამდებობაზე არსებული საკონკურსო ადგილის (ადგილების) დაკომპლექტებისათვის.

46.  მას  შემდეგ,  რაც  კონკურსი  ჩატარდება  ყველა  საკონკურსო  თანამდებობაზე, საკონკურსო  კომისიის  მიერ  ივსება  და  კენჭისყრით  მტკიცდება  შემაჯამებელი  ოქმი, რომელშიც შეიტანება შემდეგი მონაცემები:

ა) საკონკურსო კომისიის ყველა წევრის სახელი და გვარი; 

ბ)  კენჭისყრაზე  გამოცხადებული  საკონკურსო  კომისიის  ყველა  წევრის  სახელი  და გვარი;

გ) თითოეული კონკურსანტის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა;

დ) კონკურსში გამარჯვებული კონკურსანტის(კონკურსანტების) სახელი და გვარი;

ე) შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების თარიღი.

47.   თუ  კონკურსში  რომელიმე  საკონკურსო  თანამდებობაზე  არ  მონაწილეობდა  არცერთი კონკურსანტი,  ან  კონკურსის  ჩატარების  შედეგად  არ  შეივსო  შესაბამისი  ვაკანსიები, დარჩენილ ვაკანსიებზე ინიშნება ხელახალი კონკურსი ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების სრული დაცვით.

48. საკონკურსო კომისია კონკურსის შედეგებს აქვეყნებს კონკურსის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს  კონკურსის  შესახებ  გამოქვეყნებულ  განცხადებაში  აღნიშნული  დღისა ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე  (სასწავლო უნივერსიტეტის  ვებგვერდზე,  საინფორმაციო დაფაზე).

49.  აკადემიური  პერსონალის  უფლებამოსილება  ძალაშია  კონკურსის შედეგების  დამტკიცებისთანავე,  რომელიც  დაუყოვნებლივ განთავსდება სასწავლო უნივერსიტეტის ვებგვერდზე და საინფორმაციო დაფაზე.

50.  კონკურსში  გამარჯვებულ  კანდიდატთან  (კანდიდატებთან)  კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე  ფორმდება  აკადემიური  პერსონალის  შრომითი  ხელშეკრულება,  რომლის უზრუნველყოფა  ევალება  სასწავლო უნივერსიტეტის  ადამიანური  რესურსების  მართვის განყოფილებას. 

51.  აკადემიური კონკურსის ფორმებს, პირობებს, აგრეთვე საკონკურსო-საფაკულტეტო კომისიისა და საბუთების მიმღები სამდივნოს  შემადგენლობას  და აკადემიური კონკურსის შედეგებს ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.

მუხლი 26.აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის პირობები

1. პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის  არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 3 ან 4  წლის ვადით.

4. ასისტენტის თანამდებობაზე ამ მუხლით განსაზღვრული წესით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 3 ან 4 წლის ვადით.“

10. 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

,,7. სასწავლო უნივერსიტეტის რექტორობის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისა და ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატებს  ამ წესდებით გათვალისწინებულ  საარჩევნო ვადაში ჩაეთვლებათ ვადა, რომლის განმავლობაშიც მათ სასწავლო უნივერსიტეტში ეკავათ, შესაბამისად, რექტორის ან/და ფაკულტეტის დეკანის თანამდებობა ზედიზედ ორი უფლებამოსილების სრული ვადით, მათ შორის, როგორც მოვალეობის შემსრულებელს.“.
 

11. 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასწავლო უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

2. სასწავლო უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი შემუშავდება ფაკულტეტებთან და სასწავლო უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე