დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დონორთა კოორდინაციის საბჭოს შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 792 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/11/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №792
2008 წლის 21 ნოემბერი
ქ. თბილისი
დონორთა კოორდინაციის საბჭოს შექმნის შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად დონორული დახმარების ქართული მხარის პრიორიტეტებთან ჰარმონიზაციისა და დონორთა დახმარების ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას დონორთა კოორდინაციის საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:
ნიკა გილაური - საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე
ჯამბულ ბაკურაძე - რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
თინა ბურჯალიანი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე
დიმიტრი გვინდაძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
ეკატერინე ზღულაძე - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
ნინო კალანდაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
ვახტანგ ლეჟავა - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე
დავით ლომიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
თამარ მარტიაშვილი - საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე
ილია მაღალაშვილი - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
ლექსო მაჭავარიანი - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე
თორნიკე მგალობლიშვილი - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების და პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი
ლევან მჭედლიშვილი - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე
ანა ჟვანია - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე.
2. ეთხოვოთ დონორებს უზრუნველყონ თავისი წარმომადგენლების მონაწილეობა საბჭოს მუშაობაში.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები