საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 788
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/11/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
788
21/11/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2008
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №788

2008 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო განვითა­რების ასოციაციას შორის გაფორმებული „რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის“ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქართველოს მუნი­ციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის განხორციელების მიზნით „საქართველოს 2008 წლის სახელ­მწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილე­ბების შეტანამდე:

 1. „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქარ­თველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტროს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ორგანიზაციულ კლასიფიკაციას დაემატოს ორგანი­ზა­ციული კოდი „25 06 02 13 – რეგიონალური და მუნიცი­პალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი“.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ალგეთისა და სი­ო­ნის წყალსაცავების რეაბილიტაციის ღონისძიებისათვის“ გათ­­ვა­­ლისწინებული ასიგნებები შეამციროს 200 000 (ორასი ათასი) ლარით და აღნიშნული თანხა მიმართოს „რეგიონალური და მუ­ნი­ციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის„ და­სა­ფი­ნანსებლად.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი