„პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების“ (PRA) 51-ე მუხლის („ხარისხის მენეჯმენტის სისტემა“) განხორციელების მხარდაჭერა“ – პროექტის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
„პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების“ (PRA) 51-ე მუხლის („ხარისხის მენეჯმენტის სისტემა“) განხორციელების მხარდაჭერა“ – პროექტის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 786
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/11/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
786
21/11/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2008
000000000.00(0).000.000000
„პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების“ (PRA) 51-ე მუხლის („ხარისხის მენეჯმენტის სისტემა“) განხორციელების მხარდაჭერა“ – პროექტის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №786

2008 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

„პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების“ (PRA) 51-ე მუხლის („ხარისხის მენეჯმენტის სისტემა“) განხორციელების მხარდაჭერა“ – პროექტის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

 1. საქართველოში ხარისხის ინფრასტრუქტურის ეროვნული ინსტიტუტების განვითარების მიზნით საქართველოს ეკონომი­კური განვითარების სამინისტროსა და საქართველოში ევროკავ­შირის წარმომადგენლობის მიერ შემუშავებული პროექტის „პარ­ტნიო­რობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების“ (PCA) 51-ე მუხ­ლის („ხარისხის მენეჯმენტის სისტემა„) განხორციე­ლების მხარ­დაჭერა“ – დროულად და ეფექტიანად განსახორ­ციელებ­ლად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამი­ნის­ტრომ:

 ა) ითანამშრომლოს პროექტის განმახორციელებლებთან:

 ა.ა) ევროკომისიის დელეგაცია საქართველოში (პროექტის მართვასთან დაკავშირებული საკითხები);

 ა.ბ) Hulla&Co. Human Dynamics (ავსტრია), Instituto de Soldadura e Quialidade (პორტუგალია), Österreichisches Normungsinstitut (ავსტრია), Lithuanian Standards Board (ლიტვა);

 ბ) კოორდინაცია გაუწიოს პროექტის განხორციელებას­თან დაკავშირებულ საკითხებში საქართველოს ეკონომიკური განვი­თარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამარ­თლის იურიდიულ პირებს – საქართველოს სტანდარ­ტების, ტექ­ნი­კური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენ­ტოს და საქართველოს აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოს – აკრე­­დიტაციის ცენტრს.

 2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ე. შარაშიძემ.

 3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 პრემიერ -მინისტრი გ. მგალობლიშვილი