შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ შესყიდვების წლიური გეგმის წარდგენის შესახებ

  • Word
შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ შესყიდვების წლიური გეგმის წარდგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 864
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/11/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 18/11/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
864
18/11/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 18/11/2009
000000000.00.00.000000
შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ შესყიდვების წლიური გეგმის წარდგენის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 864

2009 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ შესყიდვების წლიური გეგმის წარდგენის შესახებ

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ შესყიდვების განსახორციელებლად პროცედურების დაწყების ვადების შემჭიდროების უზრუნველსაყოფად:

1. ეთხოვოთ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემსყიდველ ორგანიზაციებს, ამავე კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული შესყიდვების წლიური გეგმა (2010 წლის) დაამტკიცონ და წარუდგინონ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2009 წლის 10 დეკემბრამდე.

2. იმ შემთხვევაში, თუ ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ ვადაში არ იქნება დამტკიცებული შესაბამისი ბიუჯეტი (საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები), შემსყიდველ ორგანიზაციებს ეთხოვოთ, შესყიდვების წლიური გეგმა (2010 წლის) დაამტკიცონ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარუდგინონ შესაბამისი ბიუჯეტის მიღებისთანავე, მაგრამ მისი მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა.

3. ეს განკარგულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ა.ზ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვების განმახორციელებელ პირებზე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                        ნ. გილაური