სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და ამავე ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ქონების ნებისმიერი ფორმით განკარგვის მიზნით განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 863
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/11/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 18/11/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
863
18/11/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 18/11/2009
000000000.00.00.000000
სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და ამავე ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ქონების ნებისმიერი ფორმით განკარგვის მიზნით განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №863

2009 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და ამავე ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ქონების ნებისმიერი ფორმით განკარგვის მიზნით განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

 1. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა ორგანიზაციებმა და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ქონების ნებისმიერი ფორმით განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე წარუდგინონ ინფორმაცია (მათ შორის ელექტრონული ფორმით) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

2. ეთხოვოთ ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებსა და ამავე ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ქონების ნებისმიერი ფორმით განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე ინფორმაციის (მათ შორის ელექტრონული ფორმით) წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს, ამ განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ წარდგენილი ინფორმაციის მიღებიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, ინფორმაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსება.

4. ამ განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული – სახელმწიფო ქონების ნებისმიერი ფორმით განკარგვის დასრულების ან შესაბამისი ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ქონების განკარგვასთან დაკავშირებული სხვა გადაწვეტილების მიღების შემთხვევაში, ორგანიზაციებმა და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა აღნიშნულის შესახებ წარუდგინონ ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომელიც უზრუნველყოფს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის განახლებას.

5. განკარგულება ამოქმედდეს 2010 წლის 1 თებერვლიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                             ნ. გილაური