დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სოფლის მეურნეობის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 5 ნოემბრის №725 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 766 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/11/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 19/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №766
2008 წლის 19 ნოემბერი
ქ. თბილისი
„სოფლის მეურნეობის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 5 ნოემბრის №725 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სოფლის მეურნეობის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 5 ნოემბრის №725 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ბ) „ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რქაწითელის ჯიშის ვენახის ჩანაცვლების ღონისძიებები“ პროგრამის ფარგლებში ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რქაწითელის ჯიშის ვენახის შემცირებისათვის სახელმწიფო კომპენსაციის სახით 300 000 (სამასი ათასი) ლარის გაცემა; ერთ ჰექტარ ფართობზე გაიცეს კომპენსაცია 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;“;
ბ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. სახელმწიფო კომპენსაცია ვრცელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ფართობებზეც, რომლებიც გაცემულია იჯარით.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები