დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საპრეზიდენტო პროგრამა „ჩემი სახლით“ (მეორე ეტაპი) გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 აპრილის №251 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 764 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/11/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 19/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №764
2008 წლის 19 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საპრეზიდენტო პროგრამა „ჩემი სახლით“ (მეორე ეტაპი) გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 აპრილის №251 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საპრეზიდენტო პროგრამა „ჩემი სახლით“ (მეორე ეტაპი) გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 აპრილის №251 განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საპრეზიდენტო პროგრამა „ჩემი სახლით“ (მეორე ეტაპი) გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით ნება დაერთოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში შესაბამისი საქონელი და მომსახურება შეისყიდოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.”.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები