დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მდინარეთა ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №73 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 762 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/11/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 19/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №762
2008 წლის 19 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მდინარეთა ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №73 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „საქართველოს მდინარეთა ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №73 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ამბროლაური – 1 200 000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) ლარი (სოფ. ჭრებალო, მდ. რიონი – 376 777 (სამას სამოცდათექვსმეტი ათას შვიდას სამოცდაჩვიდმეტი) ლარი, სოფ. ხიდისკარი, ბიჭაშვილების უბანი – 212 417 (ორას თორმეტი ათას ოთხას ჩვიდმეტი) ლარი, სოფ. ღვიარა, მდ. რიონი – 539 914 (ხუთას ოცდაცხრამეტი ათას ცხრაას თოთხმეტი) ლარი, სოფელი ქვიშარი, ,,ხარხარას“ წყაროს მიმდებარედ მდ. რიონი – 70 892 (სამოცდაათი ათას რვაას ოთხმოცდათორმეტი) ლარი;“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები