დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოსათვის გამოსაყოფი არასაპროექტო გრანტის გამოყენების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი წინადადების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 759 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/11/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 19/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №759
2008 წლის 19 ნოემბერი
ქ. თბილისი
იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოსათვის გამოსაყოფი არასაპროექტო გრანტის გამოყენების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი წინადადების თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი წინადადება იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოსათვის გამოსაყოფი არასაპროექტო გრანტის გამოყენების შესახებ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლების ღონისძიებათა დასაფინანსებლად.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გამართოს მოლაპარაკება იაპონიის მხარესთან არასაპროექტო გრანტის სოფლის მეურნეობის დარგში მიმართვისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლების ღონისძიებათა დასაფინანსებლად გამოყენების მიზნით.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები