დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი მსუბუქი ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 758 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/11/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 19/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №758
2008 წლის 19 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი მსუბუქი ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი მსუბუქი ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად უზრუნველყოფის მიზნით ნება დაერთოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, არაუმეტეს 110 000 (ას ათი ათასი) ლარის ღირებულების ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები