დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამოყოფილი კრედიტის ფარგლებში საქართველოში პირველადი და მეორადი რადარებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის მოწოდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 757 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/11/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 19/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №757
2008 წლის 19 ნოემბერი
ქ. თბილისი
საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამოყოფილი კრედიტის ფარგლებში საქართველოში პირველადი და მეორადი რადარებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის მოწოდების შესახებ
1. საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამოყოფილი კრედიტის ფარგლებში საქართველოში პირველადი და მეორადი რადარებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის მოწოდების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) უზრუნველყოს:
ა) საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობასთან კონსულტაციების წარმოება სესხის გამოყოფასთან დაკავშირებით შემდგომში შპს „საქაერონავიგაციისათვის“ გადასესხების მიზნით;
ბ) დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად სესხის მიღების მიზნით საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობასთან სათანადო ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები