დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ენერგეტიკის დარგში მოქმედი ზოგიერთი ორგანიზაციისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 754 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/11/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 17/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №754
2008 წლის 17 ნოემბერი
ქ. თბილისი
ენერგეტიკის დარგში მოქმედი ზოგიერთი ორგანიზაციისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის შესახებ
1. ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, კერძოდ – ქვეყნის ენერგეტიკული დარგის სათანადო ფუნქციონირების შენარჩუნების მიზნით თანხმობა მიეცეთ ქვემოთ ჩამოთვლილ ორგანიზაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლიდან განხორციელებული შემდეგი საქმიანობებისათვის:
ა) შპს ,,ენგურჰესს“, შპს ,,ვარდნილჰესების კასკადსა“ და შპს ,,კოდორიჰესებს“ – ელექტროენერგიის წარმოების, ელექტროენერგიის რეალიზაციისა და აღნიშნული ჰიდროელექტროსადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული საქმიანობისათვის;
ბ) შპს ,,სპეცენერგორემონტს“, შპს ,,მშენსერვისი – 2002-ს“, შპს ,,მერკური პლიუსს“, შპს ,,ტრანფიბერ – სერვისს“, შპს ,,ეკო – ენერგიას“, შპს ,,მერკურს“, შპს ,,ლუმენს“, შპს ,,კაშხალს“, შპს ,,უბიხი 2006-ს“, შპს ,,თანს“, შპს ,,სპეცენერგოსერვისი – 2000-ს“, შპს ,,ჰიდროგეონერგოცენტრს“, ავსტრიულ-გერმანულ კომპანია ,,ვოიტ-სიმენსს“, უკრაინულ კომპანია ,,ზაპოროჟტრანსფორმატორს“, უკრაინულ კომპანია ,,ტურბოატომს“ – ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებული ჰიდროელექტროსადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული საქმიანობისათვის;
გ) შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ – ელექტროენერგიის გადაცემის, ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის, მისი კუთვნილი ელექტრული ქსელის ექსპლუატაციისა და სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული საქმიანობისათვის;
დ) შპს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ – ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვისა და იმპორტ-ექსპორტის საქმიანობისათვის;
ე) შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და საქართველოს მილსადენის კომპანიის საქართველოს ფილიალს – დასავლეთის მიმართულების საექსპორტო (ბაქო-სუფსა) მილსადენის ექსპლუატაციისა და ოპერირებისათვის;
ვ) სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ – ელექტროენერგიის შესყიდვისა და ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობისათვის;
ზ) სს ,,თელასს“ – ელექტროენერგიის შესყიდვის საქმიანობისათვის;
თ) სს ,,საქენერგორემონტს“ – ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ენერგეტიკული ობიექტების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული საქმიანობისათვის;
ი) სს ,,საქრუსენერგოს“ – ელექტროენერგიის გადაცემისა და მისი კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული საქმიანობისათვის;
კ) შპს ,,ენიმპექსს“ – ,,ი“ ქვეპუნქტში მითითებული ობიექტების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული საქმიანობისათვის.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები