წალენჯიხა-ნაკიფუ-ლეწურწუმეს საავტომობილო გზის რეაბილიტაციისა და ზუგდიდი-ნარაზენის გზიდან ახალსოფლის კოლხიდის უბანში მისასვლელი ხიდის რეაბილიტაცია-მშენებლობის შესახებ

  • Word
წალენჯიხა-ნაკიფუ-ლეწურწუმეს საავტომობილო გზის რეაბილიტაციისა და ზუგდიდი-ნარაზენის გზიდან ახალსოფლის კოლხიდის უბანში მისასვლელი ხიდის რეაბილიტაცია-მშენებლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 290
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/05/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 07/05/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
290
07/05/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 07/05/2008
000000000.00(0).000.000000
წალენჯიხა-ნაკიფუ-ლეწურწუმეს საავტომობილო გზის რეაბილიტაციისა და ზუგდიდი-ნარაზენის გზიდან ახალსოფლის კოლხიდის უბანში მისასვლელი ხიდის რეაბილიტაცია-მშენებლობის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 290

2008 წლის 7 მაისი

ქ. თბილისი

წალენჯიხა-ნაკიფუ-ლეწურწუმეს საავტომობილო გზის რეაბილიტაციისა და ზუგდიდი-ნარაზენის გზიდან ახალსოფლის კოლხიდის უბანში მისასვლელი ხიდის რეაბილიტაცია-მშენებლობის შესახებ

წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და ზუგდიდის მუნიციპა­ლიტეტების სოფ­ლების მოსახლეობის საავტომობილო მიმოს­ვლის გაუმჯო­ბე­სებისა და ამ თვალსაზრისით არსებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით:

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქარ­თველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (რ. დალაქიშვილი) განახორციელოს მიმდინარე წელს წალენჯიხა-ნაკიფუ-ლეწურწუმეს საავტომობილო გზის რეაბილიტაციის (შეკეთების) და ზუგდიდი-ნარაზენის გზიდან ახალსოფლის კოლხიდის უბანში მისასვლელი ხიდის რეაბილიტაცია-მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, მომ­დევნო წლიდან კი მათი რეაბილიტაცია-მშენებლობა საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქარ­თველოს კანონით საავტომობილო გზების დეპარტა­მენტი­სათვის გზების მოვლა-შენახვისმუხლით (ორგანიზა­ციული კოდი 26 11 01 02) განსაზღვრულ ასიგნებათა საფუძ­ველზე.

2. საჭიროების შემთხვევაში საპროექტო, საზედამხედ­ველო, რეაბილიტაცია (შეკეთება) - მშენებლობის სამუშა­ოები განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების წესით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                              ვ. გურგენიძე