დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 284 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/05/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 07/05/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №284
2008 წლის 7 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტები და ქალაქი ქუთაისი) სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორისათვის მაღალი გამავლობის ავტომობილის შესაძენად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს გამოუყოს 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად შესყიდვა განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები