საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 283
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/05/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 07/05/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
283
07/05/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 07/05/2008
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №283

2008  წლის  7 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთა­ველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის დასაფი­ნანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინსიტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად „საქართველოს 2008 წლის სა­ხელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალის­წინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სა­ქარ­თველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოუყოს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარი.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების უზრუნ­ველსაყოფად, „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესა­ხებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძ­ველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს შრო­მის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წი­ნადა­დების შესაბამისად განახორციელოს ცვლილებები ამ სამი­ნის­ტროს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ორგანიზაციულ კლა­სი­ფიკაციაში.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                     ვ. გურგენიძე