დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 277 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/04/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 29/04/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №277
2008 წლის 29 აპრილი
ქ. თბილისი
„ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში შეტანილ იქნეს დამატებები და №3 დანართის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ცაგერის მუნიციპალიტეტს – 800 000 (რვაასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) სოფლების: ალპანა, ღვირიში, წილამიერი, ლაილაში, ორბელი, ჩხუტელი, ზუბი, აღვი, წიფერჩი, სპათაგორი, გაგუ-ლეჩი, ქვემო ცაგერი, აგრეთვე ქ. ცაგერის სათავო ნაგებობის, შიდა ქსელისა და აღმაშენებლის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია;
ბ) სოფლების: ჩხუტელი, ზუბი, ნაკურალეში, ღვირიში, ტვიში, ორხვი, უცხერი, ალპანა, აღვი-ნაკურალეში, აღვი, ლაილაში, ღუ, სურმუში, ლაჯანა, ორბელი, ყურცობი, ლაცუ-რია, ჩხუტელი-ლასურიაში, ლასურიაში-აღვი, მახაში, ზარაგულა, ლარჩვალი, ბარდნალა, მახურა, კენაში, წილამიერი-ლესინდი, საირმე, ქვ. ცაგერი, ლაშიჭალა, სპათაგორი, ხოჯი, წიფერჩი, უსახელო, თაბორი, სანორჩი-ნასპერი, ოყურეში, ჩქუმი-ქულბაქი, ალპანა-ზოგიში-ცაგერა და ქ. ცაგერის შიდა გზების რეაბილიტაცია.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები