ზემო აფხაზეთში საავტომობილო გზებისა და ხიდების რეაბილიტაციისა და მოწესრიგების შესახებ

  • Word
ზემო აფხაზეთში საავტომობილო გზებისა და ხიდების რეაბილიტაციისა და მოწესრიგების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 276
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/04/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 29/04/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
276
29/04/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 29/04/2008
000000000.00(0).000.000000
ზემო აფხაზეთში საავტომობილო გზებისა და ხიდების რეაბილიტაციისა და მოწესრიგების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №276

2008 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

ზემო აფხაზეთში საავტომობილო გზებისა და ხიდების რეაბილიტაციისა და მოწესრიგების შესახებ

1. ზემო აფხაზეთის მოსახლეობის საავტომობილო მი­მოსვ­ლის და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზ­ნით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (რ. დალაქიშვილი) უმოკლეს დროში უზრუნველყოს:

ა) ზემო აფხაზეთში ზამთრის შემდგომ პერიოდში და­ზიანებული შიდასახელმწიფოებრივი და ზოგიერთი ადგილობ­რივი მნიშვნელობის გზების სავალი ნაწილის შეკეთება და ტრანსპორტის გამავლობის გაუმჯობესება, აუცილებლობის შემთხვევაში სხვა სახის დამატებითი სამუშა­ოების შესრუ­ლება;

ბ) ჩხალთა-აძგარას საავტომობილო გზაზე ხიდის რეაბი­ლი­ტაცია და მისასვლელი გზის ცალკეული მონაკვეთების აღდგენა;

გ) ჭუბერი-საკენის ძველი და ახალი მიმართულებების სა­ავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის გამავლობა, შესა­ბამისი დამატებითი წყალგამტარი ნაგებობების მოწყობა, და­ზიანებული მონაკვეთების აღდგენა და სხვა ტექნიკურ ღო­ნისძიებათა განხორციელება.

2. იმის გათვალისწინებით, რომ მეტეოროლოგიური პირო­ბების გამო ამ რეგიონში საგზაო სამუშაოთა წარმოება ძალ­ზე მოკლე დროში უნდა დასრულდეს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ,,სახელმწიფო  შესყიდვების შესახებ“ საქარ­თველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად საგზაო სამუშაოები, გზის რეა­ბილიტაცია, დაპროექტება, ზედამხედველობა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების წესით.

3. აღნიშნულ სამუშაოთა დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების მოვლა-შენახვის“ მუხლით (26110102) განსაზღვრული ასიგნებებით.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                 ვ. გურგენიძე