საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე წყალდიდობის შედეგად დაზიანებულ მდინარე ლიახვის ხიდზე დროებითი სახიდე გადასასვლელის მოწყობის შესახებ

  • Word
საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე წყალდიდობის შედეგად დაზიანებულ მდინარე ლიახვის ხიდზე დროებითი სახიდე გადასასვლელის მოწყობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 275
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/04/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 29/04/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
275
29/04/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 29/04/2008
000000000.00(0).000.000000
საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე წყალდიდობის შედეგად დაზიანებულ მდინარე ლიახვის ხიდზე დროებითი სახიდე გადასასვლელის მოწყობის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 275

2008 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე წყალდიდობის შედეგად დაზიანებულ მდინარე ლიახვის ხიდზე დროებითი სახიდე გადასასვლელის მოწყობის შესახებ

მიმდინარე წლის 28 აპრილს მდინარე ლიახვის ადიდების შედეგად თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე არსებული ხიდის შუალედური ბურჯი გამორეცხვის გამო წაიქცა და ჩაინგრა ხიდის მალები. ამის შედეგად ცენტრალური მაგისტრალის ამ მონაკვეთზე ჩაიკეტა ავტოტრანსპორტის მოძრაობა და იგი გადართულ იქნა ქ. გორის გავლით.

დროებითი სახიდე გადასასვლელის მოწყობისა და ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შესაძლებლად მოკლე დროში აღდგენის მიზნით:

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (რ. დალაქიშვილი):

ა) დაუყოვნებლივ დაიწყოს და შესაძლო მოკლე დროში შეიმუშაოს შესაბამისი ღონისძიებები და უზრუნველყოს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია დროებითი სისტემით ავტოტრანსპორტის მოძრაობის სწრაფად აღდგენის მიზნით;

ბ) აღნიშნულის განსახორციელებლად სამშენებლო სამუშაოების, საზედამხედველო და საპროექტო მომსახურების მიზნით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის საფუძველზე გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებები ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით;

გ) აუცილებლობის შემთხვევაში მოიძიოს და შეისყიდოს სპეციალური, სწრაფად კონსტრუირებადი მსუბუქი ტიპის სახიდე გადასასვლელი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის საფუძველზე ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით უშუალოდ შესაბამისი პროფილის მქონე დამამზადებელი ორგანიზაციისაგან, შესყიდვა განახორციელოს საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გათვალისწინებული თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის სვენეთი–რიკოთის 80-143 კმ მონაკვეთის წინასაპროექტო კვლევის (ფიზიბილიტი) სამუშაოების და გზების პერიოდული შეკეთება და რეაბილიტაციის მუხლებით განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში;

დ) სამშენებლო, საზედამხედველო და საპროექტო სამუშაოთა დაფინანსება განახორციელოს საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გზების პერიოდული შეკეთება და რეაბილიტაციის მუხლით განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.

2. ზემოაღნიშნულ ღონისძიებათა დაფინანსების უზრუნველყოფისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე განახორციელონ შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გამოყოფილ ასიგნებებში.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                              . გურგენიძე