დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესების“ პროექტის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაფინანსების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 745 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/11/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 12/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №745
2008 წლის 12 ნოემბერი
ქ. თბილისი
„იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესების“ პროექტის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაფინანსების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება „იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესების“ პროექტის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაფინანსების თაობაზე.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს მთავრობის სახელით გამოხატოს თანხმობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდსა და KFW-ს შორის 2008 წლის 7 ნოემბერს გაფორმებული ოქმით შემოთავაზებულ პირობებზე „იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესების“ პროექტის დაფინანსებისათვის გრანტის სახით 6 000 000 (ექვსი მილიონი) ევროს გამოყოფის თაობაზე.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები