საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და ფინანსთა სამინისტროს გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ

  • Word
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და ფინანსთა სამინისტროს გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 271
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/04/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 29/04/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
271
29/04/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 29/04/2008
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და ფინანსთა სამინისტროს გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 271

2008 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და ფინანსთა სამინისტროს გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ

1. მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომ საქართველოს მთავრობის სახელით და­დოს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW, მაინის ფრანკფურტი) და საქართველოს მთავრობას (მიმღე­ბი), წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროთი, შორის დაფი­ნან­სების ხელშეკრულება და საქართველოს შრომის, ჯან­მრთე­ლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გერ­მანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KFW, მაინის ფრან­კფურტი) დადოს ზემოაღნიშნული დაფინანსების ხელშეკ­რულების განსაკუთრებული შეთანხმება პროექტისათ­ვის ტუ­ბერ­­კულოზის კონტროლის რეგიონალური პროგრამა, ფაზა II.

2. გრანტების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამი­სად აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გრან­ტის მიმღებ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

3. განკარგულება ამოქმედდეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (ტუბერკულო­ზის კონტროლის რეგიონალური პროგრამა II) შეთან­ხმების ძალაში შესვლისთანავე.

პრემიერ-მინისტრი           ვ. გურგენიძე