დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მსოფლიო სასურსათო პროგრამას (WFP) შორის ძირითადი ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების განხილვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 841 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/11/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 11/11/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №841
2009 წლის 11 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მსოფლიო სასურსათო პროგრამას (WFP) შორის ძირითადი ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების განხილვის შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მსოფლიო სასურსათო პროგრამას (WFP) შორის ძირითადი ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მსოფლიო სასურსათო პროგრამას (WFP) შორის გასაფორმებელ ძირითად ხელშეკრულებაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ ბ. კვეზერელისათვის ხელმოწერის უფლებამოსილების მისანიჭებლად აუცილებელი პროცედურების დადგენილი წესით განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები