შპს „მოდა-5“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ

  • Word
შპს „მოდა-5“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 262
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/04/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 24/04/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
262
24/04/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 24/04/2008
000000000.00(0).000.000000
შპს „მოდა-5“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №262

2008 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

შპს „ მოდა-5“ -ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 7 4 მუხლის საფუძველზე ონის რაიონში მდინარეთა კალაპოტების ნაპირსამაგრი სამუშაოებისა და მოსალოდნელი წყალდიდობის გადაუდებელ პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელების მიზნით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 3 (სამი) თვით გათავისუფლდეს შპს „მოდა-5“ და განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სამუშაოები შემდეგ მდინარეებსა და X და Yკოორდინატებში:

ა) ქ. ონში, მდინარე რიონზე (მდინარის ჭალა-კალაპოტიდან) 500 მ 3 ინერტული მასალის მოპოვებაზე და განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სამუშაოები X – 372788 და Y – 4716914 კოორდინატებში;

ბ) სოფელ ჭალაში, მდინარე ჭალურაზე (მდინარის ჭალა-კალაპოტიდან) 200 მ 3 ინერტული მასალის მოპოვებაზე და განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სამუშაოები X – 371208 და Y – 4715835 კოორდინატებში.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                              ვ. გურგენიძე