„რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის №771 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 840
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/11/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 11/11/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
840
11/11/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 11/11/2009
000000000.00.00.000000
„რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის №771 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 840

2009 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის 771 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის 771 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებულ პირთა მიერ 2009 წლის ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გამოუყოს 1 260 000 (ერთი მილიონ ორას სამოცი ათასი) ლარი, მათ შორის:

ა) ელექტროენერგიის საფასურის ასანაზღაურებლად – 615 000 (ექვსას თხუთმეტი ათასი) ლარი;

ბ) ბუნებრივი აირის საფასურის ასანაზღაურებლად – 645 000 (ექვსას ორმოცდახუთი ათასი) ლარი..

პრემიერ-მინისტრი                                                                                        ნ. გილაური