დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის (GAVI) მიერ 2009-2010 წლებში ჰუმანიტარული დახმარების მიღების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 736 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/11/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 12/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №736
2008 წლის 12 ნოემბერი
ქ. თბილისი
ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის (GAVI) მიერ 2009-2010 წლებში ჰუმანიტარული დახმარების მიღების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
1. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის გასაუმჯობესებლად 2009 წლიდან აცრების ეროვნულ კალენდარში ახალი ვაქცინის – ჰემოფილუს ინფლუენზას დანერგვისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. კვიტაშვილი) და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) 2009-2010 წლებში ჰუმანიტარული დახმარების მიღების მიზნით უზრუნველყონ შესაბამისი სააპლიკაციო დოკუმენტების (განაცხადი) წარდგენა ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის (GAVI) სამდივნოში.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები