2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის შესახებ

  • Word
2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 735
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/11/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 12/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
735
12/11/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 12/11/2008
000000000.00(0).000.000000
2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №735

2008 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის შესახებ

1. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელ­შეწყობის მიზნით „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შე­სა­ბამისად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწე­სებულებამ – სატყეო დეპარტამენტმა (ლ. ჭკადუა) კანონ­მდებ­­ლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს სატყეო დე­პარ­ტამენტის გურიის რეგიონალური სატყეო სამმარ­თველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურ­ნეო ტყის ფონდიდან 3 800 კუბური მეტრი სამასალე მერქნის მისა­ღებად საჭირო ტყეკაფის გამოყოფისა და დამზადების სამუშაოთა განხორციელება.

2. ნება დაერთოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვე­უწყებო დაწესებულებას – სატყეო დეპარტამენტს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუ­შაოების შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპა­რაკების საშუალებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზ­ღვრუ­ლი მოჭრილი ხე-ტყე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვე­უწყებო დაწესებულებამ – სატყეო დეპარტამენტმა გა­დას­ცეს სა­ქართველოს  ეკონომიკური  განვითარების  სამინის­ტროს  (ე. შარაშიძე).

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტრომ უზრუნველყოს ამ განკარგულების შესაბამისად გამო­ყოფილი სამასალე  მერქნის ქ. გორის მუნიციპალიტე­ტისათ­ვის გადაცემა.

5.  განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                            გ. მგალობლიშვილი