გუდაურში, საძელეს მთაზე საბაგირო გზის მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ

  • Word
გუდაურში, საძელეს მთაზე საბაგირო გზის მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 259
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/04/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 24/04/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
259
24/04/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 24/04/2008
000000000.00(0).000.000000
გუდაურში, საძელეს მთაზე საბაგირო გზის მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №259

2008 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

გუდაურში, საძელეს მთაზე საბაგირო გზის მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ

1. გუდაურში, საძელეს მთაზე არსებული საბაგირო გზის ქვეყნისათვის განსაკუთრებულ სოციალურ-ეკონომიკური მნი­შვ­ნე­ლობიდან გამომდინარე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთა­ვ­რობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

ა) ეთხოვოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობას არ­სე­ბული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე შეითანხმოს გუდაურში, საძელეს მთაზე საბაგირო გზის მშენებლობის პრო­ექტი;

ბ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტრომ ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად შეთანხმებული პროექტისა და წარმო­დ­­გენილი საექსპერტო დასკვნის საფუძ­ველ­ზე გასცეს მშენებ­ლობის ნებართვა.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                     ვ. გურგენიძე