დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოსათვის ,,ძველი ბათუმის“ ტერიტორიის განვითარების დროებითი შეზღუდვისა და შეზღუდვის პერიოდისათვის ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის დადგენის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 734 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/11/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 12/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №734
2008 წლის 12 ნოემბერი
ქ. თბილისი
თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოსათვის ,,ძველი ბათუმის“ ტერიტორიის განვითარების დროებითი შეზღუდვისა და შეზღუდვის პერიოდისათვის ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის დადგენის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად:
1. თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს მიეცეს ,,ძველი ბათუმის“ ტერიტორიის განვითარების არაუმეტეს ერთი კალენდარული წლით დროებითი შეზღუდვისა და შეზღუდვის პერიოდისათვის ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის დადგენის თანხმობა.
2. ტერიტორიის განვითარების დროებითი შეზღუდვის პერიოდში ,,ძველი ბათუმის“ ტერიტორიაზე მშენებლობა, რეკონსტრუქცია და დემონტაჟი განხორციელდეს მხოლოდ ამ პერიოდისათვის დადგენილი ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერის დასაბუთებული წერილობითი წინადადების საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ შექმნილი დროებითი კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს – განაშენიანების რეგულირების საბჭოს გადაწყვეტილებით.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები