დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2008-2009 წლის ზამთრის სეზონთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის, მათ შორის რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული კომპაქტურად განსახლებული მოსახლეობის სათბობი შეშით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 ოქტომბრის №655 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 733 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/11/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 12/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №733
2008 წლის 12 ნოემბერი
ქ. თბილისი
„2008-2009 წლის ზამთრის სეზონთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის, მათ შორის რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული კომპაქტურად განსახლებული მოსახლეობის სათბობი შეშით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 ოქტომბრის №655 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „2008-2009 წლის ზამთრის სეზონთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის, მათ შორის რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული კომპაქტურად განსახლებული მოსახლეობის სათბობი შეშით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 ოქტომბრის №655 განკარგულებაში და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – სატყეო დეპარტამენტმა უზრუნველყოს რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული, კომპაქტურად განსახლებული მოსახლეობის სათბობი შეშით მომარაგების მიზნით 6 000 კუბური მეტრი საშეშე მერქნის დამზადება, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ვ. ვარძელაშვილის მიერ განსაზღვრულ ადგილებზე მისი ტრანსპორტირება და დასაწყობება.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები