დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 258 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/04/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 24/04/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №258
2008 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
„ სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად „სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ჰ.ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ჰ.ა) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი:
– 820 000 (რვაას ოცი ათასი) ლარი – გზების რეაბილიტაცია, ნაპირსამაგრი სამუშაოები, ხიდების მშენებლობა და შეკეთება;
– 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი – სოფელ ლესიჭინეში მდინარე ზანასძგაზე საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია;
– 130 000 (ას ოცდაათი ათასი) ლარი – სოფელ ახუთში მდინარე ზანასძგაზე საავტომობილო ხიდის მშენებლობა;
– 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი – სოფელ ნაფიჩხოვოში მდინარე შებეზე საავტომობილო ხიდის მშენებლობა;“;
ბ) განკარგულების „ჰ.რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ.რ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტი:
– 151 000 (ას ორმოცდათერთმეტი ათასი) ლარი – გაზიფიცირების სამუშაოები;
– 282 000 (ორას ოთხმოცდაორი ათასი) ლარი – შიდა გზების შეკეთება და მოხრეშვა.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ–მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები