დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს ,,თელავის საგზაო სამმართველოს“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 255 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/04/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 24/04/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №255
2008 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
შპს ,,თელავის საგზაო სამმართველოს“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდეს შპს „თელავის საგზაო სამმართველო“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 3 თვის ვადით საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შეკეთების სამუშაოების შესასრულებლად პანკისის ხეობაში, ახმეტა-მატანი-ბირკიანი-ბაწარას საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე 1000 მ3 ინერტული მასალის მოპოვებისას X და Y კოორდინატების საზღვრებში:
| № | X | Y |
| 1 | 524112 | 4664853 |
| 2 | 524125 | 4664837 |
| 3 | 524073 | 4664822 |
| 4 | 524085 | 4664806 |
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები