მკაცრი აღრიცხვის ფორმის – საქართველოს მოქალაქის პასპორტის საფრანგეთში დაბეჭდვის შესახებ

  • Word
მკაცრი აღრიცხვის ფორმის – საქართველოს მოქალაქის პასპორტის საფრანგეთში დაბეჭდვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 253
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/04/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 24/04/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
253
24/04/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 24/04/2008
000000000.00(0).000.000000
მკაცრი აღრიცხვის ფორმის – საქართველოს მოქალაქის პასპორტის საფრანგეთში დაბეჭდვის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 253

2008 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

მკაცრი აღრიცხვის ფორმის – საქართველოს მოქალაქის პასპორტის საფრანგეთში დაბეჭდვის შესახებ

1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიეცეს უფლება მის მიერ გამოსაყენებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმის – საქართველოს მოქალაქის პასპორტის დაბეჭდვა განახორციელოს საფრანგეთში, კერძოდ კომპანია Imprimerie Nationale Contiru et Services-ში.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                     ვ. გურგენიძე