მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდებში თანხების გადარიცხვის თაობაზე

  • Word
მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდებში თანხების გადარიცხვის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 252
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/04/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 24/04/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
252
24/04/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 24/04/2008
000000000.00(0).000.000000
მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდებში თანხების გადარიცხვის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 252

2008 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდებში თანხების გადარიცხვის თაობაზე

1. მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტისა და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტის, აგრეთვე საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2008 წლის 9 მაისამდე უზრუნველყოს მომავალი თაობების ფონდში 150.0 (ას ორმოცდაათი) მლნ აშშ დოლარის და სტაბილური განვითარების ფონდში 100.0 (ასი) მლნ აშშ დოლარის გადარიცხვა.

2. მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას წარმო­უდგინოს გენერალური მანდატის პროექტი.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                    . გურგენიძე