ლენტეხის რაიონში მდინარეთა ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ლენტეხის რაიონში მდინარეთა ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 250
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/04/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 24/04/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
250
24/04/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 24/04/2008
000000000.00(0).000.000000
ლენტეხის რაიონში მდინარეთა ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №250

2008 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

ლენტეხის რაიონში მდინარეთა ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

1. „ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს № 136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე ლენტეხის რაიონში მდინარეთა კალაპოტების გადაუდებელი ნაპირსამაგრი სამუშაოებისა და მოსალოდნელი წყალდიდობის პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელების მიზნით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 3 (სამი) თვით გათავისუფლდეს:

ა) შპს „ გიონა“ – სოფელ ხერიაში, მდინარე ცხენისწყალზე (მდინარის ჭალა-კალაპოტიდან) 800 მ3 ინერტული მასალის მოპოვებაზე და განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სამუშაოები X – 339103 და Y – 4739347 კოორდინატებში;

ბ) შპს „ გიონა“ – სოფელ თეკალში, მდინარე ცხენისწყალზე (გზაზე, ჩამოშლილი ფერდიდან) 7000 მ3 მასიური ქვების მოპოვებაზე და განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სამუშაოები X – 321672 და Y – 4744861 კოორდინატებში;

გ) შპს „ გიონა“ – სოფელ მელეში, მდინარე გობუშურაზე (მდინარის ჭალა-კალაპოტიდან) 200 მ3 ინერტული მასალის მოპოვებაზე და განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სამუშაოები X – 342743 და Y – 4739452 კოორდინატებში;

დ) შპს „ კრისტალი“ – სოფელ ლეხსურაში (გაღმა), მდინარე ცხენისწყალზე (გზაზე, ჩამოშლილი ფერდიდან) 10 000 მ3 მასიური ქვების მოპოვებაზე და განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სამუშაოები X – 316728 და Y – 4740967 კოორდინატებში;

ე) შპს „ კრისტალი“ – სოფელ ხოფურაში, ხევში (ჭალა-კალაპოტიდან) 1000 მ3 ინერტული მასალის მოპოვებაზე და განახორციელოს სასარგებლო წიაღიეულის მოპოვების სამუშაოები X – 316624 და Y – 4733380 კოორდინატებში.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) უზრუნველყოს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული სამასალე კატეგორიის 120 მ3 მორის ლენტეხის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემა ხიდების აღდგენის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                     ვ. გურგენიძე