საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტის სახსრებით რიგი სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების უფლებამოსილების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის მინიჭების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 246
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/04/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 22/04/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
246
22/04/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 22/04/2008
000000000.00(0).000.000000
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტის სახსრებით რიგი სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების უფლებამოსილების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის მინიჭების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 246

2008 წლის 22 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტის სახსრებით რიგი სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების უფლებამოსილების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის მინიჭების შესახებ

1. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში განხორციელების უზრუნველსაყოფად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან მისთვის გამოყოფილი 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ფარგლებში მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განახორციელოს შემდეგი სახელმწიფო შესყიდვები:

ა) საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სპორტული ინვენტარის შესყიდვა;

ბ) სასაჩუქრე კომპლექტების გაფორმება;

დ) სპორტული ინვენტარის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში განაწილება.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                     . გურგენიძე