აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 728
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/11/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 05/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
728
05/11/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 05/11/2008
000000000.00(0).000.000000
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №728

2008 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. 2008 წლის ციტრუსის მოსავლის აღების ღონისძიებათა ხელშეწყობისა და მეციტრუსეობის დარგში დასაქმებული მოსა­ხ­ლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით:

 ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ სა­ქარ­თველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავ­რობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტს გამოუყოს 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ უზრუნ­ველყოს ფიზიკური პირების მიერ ჩაბარებული ციტრუსის ყოველ ერთ კოლოგრამზე დამატებით 0.10 ლარის ანაზღაურება.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ციე­ლონ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლ. ვარშალომიძემ.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი