ლ. ჟვანიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

  • Word
ლ. ჟვანიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 921
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 28/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
921
28/12/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 28/12/2008
000000000.00(0).000.000000
ლ. ჟვანიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №921

2008 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

ლ. ჟვანიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს ლაშა ჟვანიას, რათა საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს „საქართველოს მთავრობასა და შპს „მაგთიკომს“ შორის ერთიანი სამთავრობო ქსელის პროექტის განხორციელების თაობაზე“ 2007 წლის 10 აგვისტოს გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში შესატან ცვლილებებს (მემორანდუმის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში).

2.    საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საჭიროების შემთხვევაში (ცვლილებების განხორციელებისას) ყოველი კვარტ ლის ბოლოს წარუდგინოს ინფორმაცია საქართველოს მთავრობას.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ე. შარაშიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 ნოემბრის №810 განკარგულება.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                          გ. მგალობლიშვილი