„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 მარტის №114 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 მარტის №114 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 238
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/04/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 17/04/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
238
17/04/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 17/04/2008
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 მარტის №114 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №238

2008 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

„ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 მარტის №114 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 მარტის №114 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) „ა“ პუნქტს დაემატოს „ა.ვ“, „ა.ზ“, „ა.თ“, „ა.ი“ და „ა.კ“ ქვეპუნქტები:

„ა.ვ) სოფელ ქემერტის საბავშვო ბაღის მშენებლობა;

ა.ზ) სოფელ კეხვის საქაჩ/სარწყავი სისტემის მოწყობა;

ა.თ) სოფელ ქემერტის სპორტული სტადიონის მოწყობა;

ა.ი) ეკლესიების რესტავრაცია;

ა.კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკანალიზაციო სისტემის სარემონტო სამუშაოების შესრულება.“;

ბ) „ბ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.გ“, „ბ.დ“, „ბ.ე“, „ბ.ვ“ ქვეპუნქტები:

„ბ.გ) სოფელ არცევში სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;

ბ.დ) სოფელ ბელოთის სასმელი წყლის სათავე ნაგებობის გაფართოება;

ბ.ე) სოფელ არგვიცის სასმელი წყლის საძიებო სამუშაოების შესრულება;

ბ.ვ) სოფელ არგვიცის სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და შიდა ქსელის მოწყობა.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                              ვ. გურგენიძე