ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალურ გაზსადენზე ნაპირსამაგრი და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალურ გაზსადენზე ნაპირსამაგრი და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 726
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/11/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 05/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
726
05/11/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 05/11/2008
000000000.00(0).000.000000
ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალურ გაზსადენზე ნაპირსამაგრი და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №726

2008 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალურ გაზსადენზე ნაპირსამაგრი და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ

მდინარე რიონის ნაპირის ინტენსიური ეროზიით გამოწ­ვეუ­ლი მაგისტრალური გაზსადენის რღვევის საფრთხის თავიდან აცილების, მოსახლეობის გაზმომარაგებისა და უსაფ­რთხოე­ბის უზრუნველყოფისათვის ქუთაისი-სოხუმის მაგის­ტრა­ლური გაზ­სა­დენის 26-ე კილომეტრზე მდინარე რიონის ნაპირსამაგრი და მასთან დაკავშირებული მაგისტრალური გაზსადენის სარეაბი­ლი­ტაციო სამუშაოების დაუყოვნებლივ რეჟიმში განსახორციე­ლებლად:

1. შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორა­ციამ“ `სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

2. „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქარ­თვე­ლოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ საჭიროების შემთხვევაში წარმოადგინოს წინადადებები ქუთა­ისი-სოხუმის მაგისტრა­ლუ­რი გაზსადენის 26-ე კილომეტრზე მდინარე რიონის ნაპირ­სა­მაგრი და მასთან დაკავშირებული მაგისტრალური გაზსა­დენის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან გათავი­სუფ­­ლების შესახებ.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი           გ. მგალობლიშვილი