მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახების დიზელის საწვავით უზრუნველყოფის შესახებ

  • Word
მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახების დიზელის საწვავით უზრუნველყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 237
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/04/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 17/04/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
237
17/04/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 17/04/2008
000000000.00(0).000.000000
მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახების დიზელის საწვავით უზრუნველყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №237

2008  წლის  17 აპრილი

ქ. თბილისი

მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახების დიზელის საწვავით უზრუნველყოფის შესახებ

1. მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯა­ხების დიზელის საწვავით უზრუნველყოფის მიზნით, „საბიუ­ჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუ­ჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართვე­ლოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოუყოს 4 400 000 (ოთხი მილიონ ოთხასი ათასი) ლარი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბა­მისად სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გან­ხორ­ციელების მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დიზელის საწვავის შესაბამის მუნიციპალიტე­ტებში მიწოდების, აგრეთვე მოსახლეობის დიზელის საწვავის მიღების წესებისა და ადგილების შესახებ ინფორ­მირების უზრუნველსაყოფად საინფორმაციო კლიპების დამზა­დება-გან­თავ­სების მომსახურების შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. ადგილობრივმა თვითმმართველობის ორგანოებმა უზ­რუნ­ველყონ დიზელის საწვავის ტალონების მიღება და გადაცემა მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯა­ხებისათვის.

4. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ციელოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.

5.  განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                         ვ. გურგენიძე